03 მაისი 2024,   19:49
ვრცლად
ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა აშშ-ში 80-ს გადააჭარბა​ - კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი აშშ-ში, სავარაუდოდ, 100-ს გადააჭარბებს.

კენტუკის გუბერნატორის განცხადებით, ამ ეტაპზე 80 პირის გარდაცვალება დასტურდება.

კენტუკიში ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობენ მაშველები. შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელმა ტორნადომ ათასობით სახლი დაანგრია.

დღის ამბები