პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა, რომელიც საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და როზარია პუგლისმა ყურადღება გამახვილეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მნიშვნელობაზე.
კიდევ ერთხელ ითქვა, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.