04 მაისი 2024,   17:14
ვრცლად
9 და 12 წლის შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს – "კურიერის" ინფორმაციით, საქმეში სხვა ბრალდებულიც ფიგურირებს

შემზარავი დანაშაული და არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა.

40 წლამდე მამაკაცი 9 და 12 წლის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია მხილებული. "კურიერმა" გაარკვია, რომ მამა საკუთარ შვილებზე ნაქირავებ ბინაში სისტემატიურად ძალადობდა. როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავის კვალზე, რას უყვება "რუსთავი 2-ს" პედოფილიის მსხვერპლი ბავშვების დედა და ვინ არის კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ამავე საქმეში ფიგურირებს - სიუჟეტს ამ თემაზე ნახავთ "კურიერში" 9 საათზე.

პედოფილების მსხვერპლ ბავშვებთან, ამჟამად, ფსიქოლოგები მუშაობენ. არასრულწლოვნები სოციალურმა სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა. ამოღებულია მტკიცებულებები და დალუქულია დანაშაულის ადგილი.

დღის ამბები