ფიქსირდება თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი - ქვეყანაში "ომიკრონის" ცირკულირება ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ლაბორატორიები საეჭვო შემთხვევბს ამ დომდე იკვლევენ, სპეციალისტები კი, უკვე პანდემიის მე-6 ტალღას აანონსებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს და ვარაუდობს, რომ ახალი "ომიკრონ" შტამი შესაძლოა საქართველოშიც მალე დაფიქსირდეს.
"მიმდინარეობს კვლევა ყველა ლაბორატორიას აქვს ჩვენს მიერ დაგზავნილი პროტოკოლი, იქ სადაც ეს გენზი უარყოფითი ნიმუშებია ისინი იგზავნება ლუგარში სეკვენირებისთვის. უკვე საკმაო რაოდენობის სეკვენირება არის გაკეთებული ჯერჯერობით "ომიკრონი" არ ჩანს.
ვირუსს ვერ იჭერს საზღვრები, გამოჩნდება რაღაც დროს. უკვე დღევანდელი მონაცემით 63 ქვეყანაში დაიწყო ახალმა შტამმა ცირკულირება. სამწუხაროდ სიკვდილი დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში. ბრიტანელების პროგნოზით, "ომიკრონი" დელტა შტამს მალე ჩაანაცვლებს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.