16 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
რა წერია მძღოლის ჩვენებაში, რომელმაც სააკაშვილი ქვეყანაში საიდუმლო გზით შემოიყვანა - "კურიერმა" ელგუჯა ცომაიას ჩვენება მოიპოვა

ვიდრე საზღვრის კვეთის საქმეზე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება, შესაძლოა, ამავე საქმეზე დაკავებული სხვა პირებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ და ციხე დატოვონ.

როგორც ცნობილია, ელგუჯა ცომაიამ, მამა-შვილმა წოწორიებმა და გიორგი ნარიმანიძემ უკვე მისცეს, როგორც აღიარებითი, ასევე მამხილებელი ჩვენებები.

ამჯერად "კურიერმა" მოიპოვა ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, მძღოლის ელგუჯა ცომაიას ჩვენება, სადაც ის გარემოებების აღწერის გარდა, საკუთარ მოტივაციაზეც საუბრობს, თუ რა მიზნით დაეხმარა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში.

ელგუჯა ცომაია ამხელს საიდუმლო მარშრუტის ყველა მონაწილეს მონაწილეს, მათ შორის შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს, რომლისგანაც სააკაშვილის ტრანსპორტირების დავალება მიიღო, სანაცვლოდ კი ლორთქიფანიძე მას ვალის ამოღებაში დახმარებას დაპირდა.

"უკრაინაში გია ლორთქიფანიძის თხოვნით ჩავედი, ჩემი სატვირთო ავტომობილი მაწვნითა და არაჟნით დავტვირთე. შემდეგ, გიამ მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩემამდე მისი მძღოლი იურა მიიყვანდა. ჩერნომორსკში, მძღოლმა მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი, მას თან ახლდა გია ლორთქიფანიძე. მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა სატვირთო ავტომობილში და მოსასვენებელ კაბინაში მოთავსდა, რის შემდეგაც სატვირთო გემზე დავტვირთეთ," - აცხადებს ელგუჯა ცომაია ჩვენებაში.

დღის ამბები