თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ექიმის თეა უროტაძეს განცხადებით, 43 წლის მამაკაცს სხეულის 60 %-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
"ჩვენს კლინიკაში შემოვიდა, 43 წლის მამაკაცი, დიაგნოზი სხეულის თერმული დამწვრობა 60%, დამწვრობით შოკი, სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება. პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისთვის არის მძიმე, მოთავსდა რეანიმაციულ მკურნალობაში, დაწყებულია ანტიშოკური თერაპია,"- განაცხადა თეა უროტაძემ.
რაც შეეხება დანარჩენ 3 დაშავებულს, ისინი გვიან ღამით სხვადასხვა კლინიკებში ინტოქსიკაციით შეიყვანეს. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.