საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში ოპოზიციური პარტიები მიმდინარე კვირიდან შეხვედრებს იწყებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ოპოზიციური ერთიანობა და საერთო ხედვა მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცხოვრების დეესკალაციისთვის.
"სკეპტიციზმი გვერდით უნდა გადავდოთ და უნდა მოვეჭიდოთ თითოეულ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს დეესკალირებას აღნიშნული სიტუაციის. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, გაერთიანებულ ოპოზიციას გვექნება საერთო ხედვა, ძალისხმევა იმისა, რომ ეს პროცესი რეალურად გადავიდეს თეორიიდან პრაქტიკამდე, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თუ ყველა ოპოზიციური პარტია იქნება ერთიანი," - აღნიშნა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.
"გირჩში" კი აცხადებენ, რომ კონფლიქტი "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის უნდა დასრულდეს.
შერიგების წინააღმდეგი არ არის უმრავლესობა, თუმცა, მათი თქმით, არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც ისინი არ გადაკვეთენ. მმართველი გუნდისთვის მიუღებელია ულტიმატუმი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებათან დაკავშირებით.