03 მაისი 2024,   07:04
ვრცლად
ქუთაისში მდინარე წყალწითელაში ავტომობილი გადავარდა - გარდაცვლილია 2 ახალგაზრდა

ქუთაისში მდინარე წყალწითელაში ავტომობილო გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა. 

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევა  დილით მოხდა. ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამმა გამოსვლა მოახერხა, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მომდინარეობს, მაშველებმა ავტომობილი უკვე ამოიყვანეს.

დღის ამბები