16 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ღარიბაშვილი ცდილობს ყველა უწყებაში თავისი კადრები ჰყავდეს წარმოდგენილი, რომლებიც უსიტყვოდ დაემორჩილებიან - ზაალ უდუმაშვილი

ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენის შემდეგ პოლიტიკურ პარტიებში შეფასებები კეთდება - ოპოზიციაში ამბობენ, რომ უწყების ხელმძღვანელი ჯანდაცვის მიმართულებით უნდა ფლობდეს კომპეტენციას, რასაც ახალ მინისტრში ვერ ხედავენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ყველა უწყებაში საკუთარი კადრების დანიშვნას ცდილობს. 

"ღარიბაშვილი ცდილობს, რომ მთლიანად თავისი კადრები ჰყავდეს ყველა უწყებაში წარმოდგენილი და ის კადრები, რომლებიც მას უსიტყვოდ დაემორჩილებიან და ვერავინ ვერ გაბედავს, რომ შეეპასუხოს მას. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა შიდა გადალაგების, სახელისუფლებო შტოში, რომ მაქსიმალურად გაიმყაროს პოზიციები," - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.    

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე კი ჯანდაცვის მინისრის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს კომპეტენციას უწუნებს. 

"მთავარი არის, რა კომპეტენციებს ფლობს ჯანდაცვის მინისტრი, რომ ის უნდა იყოს კარგად გარკვეული ჯანდაცვის პოლიტიკაში, ჯანდაცვის პროგრამებში, ჯანდაცვის პროგრამების მართვაში, ჯანდაცვის ეკონომიკაში და ა.შ. არც ერთ ამ კომპეტენციას სამწუხაროდ, წარდგენილი კანდიდატი არ ფლობს,"- ამბობს პაატა ჩიხლაძე.

დღის ამბები