16 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
უპრეცედენტო არ არის, როდესაც განათლებით არა ექიმი ინიშნება ჯანდაცვის მინისტრად - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის წარდგენას "ქართულ ოცნებაში" აფასებენ. მმართველი გუნდი ზურაბ აზარაშვილის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ამბობენ, რომ ჯანდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელი გამოწვევებს გაუმკლავდება.

"ქართული ოცნების" წევრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუკი ჯანდაცვის მინისტრს სამედიცინო განათლება არ აქვს მიღებული. 

"უპრეცედენტო არ არის, როდესაც განათლებით არა ექიმი ინიშნება ჯანდაცვის მინისტრად. მით უმეტეს, ოპოზიციის მხრიდან ბოლო 15 წლის საქართველოს ისტორიაში, უამრავი ჯანდაცვის მინისტრი იყო, რომელსაც არ ჰქონდა სამედიცინო განათლება, ასე რომ ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ," - ამბობს დავით სერგეენკო.  

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პოზიციაზე წარდგენილი იყო ზუსტად ისეთი ადამიანი, ვინც არის კვალიფიციური ფინანსისტი და მენეჯერი.

"მას აქვს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ბიოგრაფია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი მენეჯერი და იმ პროგრამას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იქნება წარმატებული," - ამბობს რატი იონათამიშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწვეტილება მისასალმებელია.

"თუ ინიშნება მენეჯერი, კარგი მენეჯერული გამოცდილებით, რომელიც იქნება ამ მიმართულებების თავი და ეყოლება და მას მიმართულების ხელმძღვანელები, მოადგილეების სახით, ეს იქნება კარგი მენეჯერული დალაგება და ამგვარი გადაწყვეტა, მე პირადად, ძალიან მომწონს და მივესალმები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას,"- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები