01 სექტემბერი 2026,   22:22
ვრცლად
რა ხდება უბისის მონასტერში - საპატრიარქომ საკითხის შესასწავლად კომისია შექმნა

უბისის მონასტერში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება. 

"ამა წლის 14 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შემოვიდა წერილი მრავალრიცხოვანი ხელმოწერით. აღნიშნული წერილით სოფლის მოსახლეობა საპატრიარქოსგან ითხოვდა უბისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყურადღების მიქცევას.

განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო იქ არსებული პრობლემების სიმძიმე. თავის მხრივ, ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა საპატრიარქოსგან მოითხოვა საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნა.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შობის დღესასწაულის შემდეგ უბისის მონასტრის საკითხის შესწავლას შეუდგება კომისია. მანამდე კი საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, რათა განსახილველი საკითხი არ გასცდეს ეკლესიური ეთიკის ფარგლებს,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უბისის მონასტერთან საპროტესტო აქცია გაიმართა და მრევლმა ტაძრის შესასვლელი აჭედა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მივლენილი, მათივე განცხადებით საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირები.

დღის ამბები