20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
უწყებათაშორისმა კომისიამ ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტს მხარი დაუჭირა

უწყებათაშორისმა კომისიამ ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტს მხარი დაუჭირა. ეს იყო კომისიის მეხუთე სხდომა.

შეხვედრა გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, საბჭოს ერთობლივი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

"შევაჯამეთ გასული წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების დონე, ასევე, ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგები, რაც დადებითად შეფასდა. ვიმსჯელეთ რეკომენდაციებზე, რომლებიც ჩვენი საბჭოს სახელით გაეგზავნება როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საქართველოს პარლამენტს. არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინება გააძლიერებს უწყებათაშორის კოორდინაციას და აუცილებლად დადებით შედეგებს მოგვცემს კონტრტერორისტული მიმართულებით.

დღეს, ასევე, ვიმსჯელეთ მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ, ერთხმად მოვიწონეთ და მივიღეთ, როგორც დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც 2022 წლის განმავლობაში მოხდება საბჭოს წევრი უწყებების მხრიდან რეაგირება," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები