ყაზახეთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 13 სამართალდამცავი ემსხვერპლა, მათ შორის 2 პოლიციელს აქციის მონაწილეებმა თავი მოჰკვეთეს.
ამასთან, როგორც ცნობილია, იზრდება მსხვერპლი აქტივისტების მხარესაც. ღამის განმავლობაში მომხდარ არეულობას ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა.
ცნობისთვის, ყაზახეთში ვითარება დაძაბულია. ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყაზახეთში რუსულ ჯარს და ქვეყნის მოკავშირე სხვა სახელმწიფოების სამშვიდობო ძალებს ელოდებიან.
დემონსტრანტებმა დაარბიეს საჯარო დაწესებულებები და ორგანიზაციები, მათ შორის გუბერნატორის ოფისი.