გრძელდება იმ პირების სასამართლო პროცესი, ვისაც სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს, სახელმწიფო ბრალდება მოწმეების დაკითხვას 20 იანვრიდან დაიწყებს.
ამ საქმეზე სულ 4 ადამიანია ბრალდებული. საუბარია ელგუჯა ცომაიაზე, მამა-შვილ წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეზე.
ოთხივეს გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთასთან ერთად დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს. წინა სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადასინჯეს, თუმცა მოსამართლემ ის დატოვა.
"ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი," - განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.