20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
"ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი 2 დოზითა და "ბუსტერით" იყო ვაქცინერუბლი, რამაც შეამცირა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი "ომიკრონითინფიცირებუთა დიდი ნაწილი იყო ორჯერადად და ასევე "ბუსტერ" დოზით ვაქცინირებული იყო, რამაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შეამცირა. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნია ამბობს, დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

"ომიკრონის ინფიცირებული დადასტურებული რაოდენობა არის 1200-ზე ოდნავ მეტი, ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. სხვა შემთხვევაში ცირკულაციაში ითვლება, რომ უკვე ნახევარზე მეტი არის მათემატიკური მოდელირებით. აქედან უმეტესობა არის თბილისში, რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა მხოლოდ 14 პაციენტს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ "ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იყო 2-ჯერ ვაქცინირებული და ჰქონდათ გაკეთებული "ბუსტერ" დოზა ამდენად ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ხსნის ამ ფაქტს,"- აცხადებს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები