26 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
ვინ არის ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთს 1 მილიარდი რუბლი მოჰპარა - მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

რუსეთის ფედერაციამ 55 წლის ელენე კვიმსაძეზე და მის მეუღლეზე მურად ომაროვზე  საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად, თანამზრახველებთან ერთად,  განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა ედება.

საუბარია დაღესტნის ბიუჯეტიდან თითქმის 1 მილიარდი რუბლის მითვისებაზე. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ქართველი ქალის პირადი მონაცემები ინტერპოლის საიტზე წითელი ცირკულარით აიტვირთა.

ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება დაღესტნის საგანმანათლებლო დაწესებულებების კომპიუტერებით აღჭურვას, საიდანაც რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის, ივან სუდორუკის ინფორმაციით, 97 მილიონი რუბლის მითვისება მოხდა. დანაშაულების სხვა ეპიზოდები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება.

საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული კვიმსაძის მეუღლეზე, მურად ომაროვზეც, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერად მიიჩნევა. თავად კვიმსაძე ერთ-ერთი ლიცეუმის ხელმძღვანელი გახლდათ. გამოძიების ინფორმაციით, ეს ჯგუფი სხვადასხვა მაქინაციებით 2009 წლიდან დაღესტნის ბიუჯეტს ძარცვავდა, მათ შორის სასწავლებლებში "მკვდარი სულების" რეგისტრაციის გზით.

ამავე საქმეში ფიგურირებს დაღესტნის განათლების მინისტრის მოადგილეც.

 

წყარო

დღის ამბები