ქუთაისის მერიას ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებენ. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის 56 980 ლარიანი ავტომობილი შეიძინა, რომელიც მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაუმართავი იყო. შუშანიას მტკიცებით, შეძენიდან მალევე ავტომანქანის რემონტზე 6 136 ლარი დაიხარჯა.
შუშანია ბიუჯეტის გაფლანგვაზე საუბრობს და ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას.
ბრალდებას არ ადასტურებენ ტურიზმის ცენტრში. მათი ინფორმაციით, "მინივენი" სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძინეს, რისთვისაც შესაბამისი თანხები გამოიყო და არანაირ კორუფციას ადგილი არ ქონია.