25 აპრილი 2024,   16:01
ვრცლად
34 წლის ქალს, რომელიც ახალშობილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

34 წლის ქალს, რომელიც ახალშობილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. 5 დღის ჩვილის ცხედარი საკანალიზაციო მილში გუშინ ნახეს, შემთხვევა ფოთში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა ბინაში იმშობიარა და ახალშობილი უნიტაზში ჩააგდო. გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს გადაგდების დროს ჩვილი ცოცხალი იყო თუ არა. ქალმა, რომელიც მეუღლესა და 5 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, გაჭედილი მილის შესაკეთებლად ხელოსანი თავად გამოიძახა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


 

დღის ამბები