20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი კლება დაიწყოს - ეპიდემიოლოგები

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი კლება დაიწყოს. ამის შესახებ ეპიდემიოლოგები აცხადებენ. მედიკოსების განმარტებით, "ომიკრონი" მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ამ ეტაპზე, ჰოსპიტალურ სექტორში პრობლემები არ არსებობს.

"ინფიცირებულთა რიცხვის მატება ჯერჯერობით ისევ აღინიშნება, ეს მოსალოდნელიც იყო და გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ გარკვეულწილად შენარჩუნდეს ეს მაჩვენებლები, თუმცა შეინიშნება ის ფაქტიც, რომ კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისითაც, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. ჰოსპიტალურ სექტორს ამ ეტაპისთვის არანაირი პრობლემა არ აქვს, ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივად, შესაძლებელია, რომ სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში დაიწყოს დაინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი კლება," - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაკა ბულეიშვილი. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი ყურადღებას პედიატრიულ ასაკზე ამახვილებს, მისი თმით, "ომიკრონის" შტამი ბავშვებში რთულად მიმდინარეობს.  

დღის ამბები