03 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ხელმძღვანელებმა ვიდეომიმართვები მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით "ცრუ თარიღებით" ჩაწერეს 

თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ხელმძღვანელებმა ვიდეომიმართვები ადგილობრივების ევაკუაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 16 თებერვალს ჩაწერეს - ინფორმაცია უკრაინულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ხელმძღვანელებმა დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა ვიდეომიმართვები ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს გაავრცელებს, გამოქვეყნებამდე 2 დღით ადრე ჩაწერეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ვიდეომასალის მეტამონაცემები ადასტურებენ, რომელზეც 16 თებერვალია მითითებული, თუმცა პუშილინმა თავის ვიდეოში ყურადღება სწორედ დღევანდელ რიცხვზე, 18 თებერვალზე გაამახვილა და განაცხადა, რომ "დღეს 18 თებერვალია".

შეგახსენებთ, რომ დღეს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო. ადგილობრივებს რუსეთის ტერიტორიაზე, როსტოვის რეგიონში გადაიყვანენ.

დღის ამბები