26 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
ბოლო ცნობებით, ჩერნიგოვში 74-ე მოტომსროლელთა სადაზვერვო ბრიგადა უკრაინელ ჯარისკაცებს ჩაბარდა

2022 წელის 24 თებერვალი - ევროპის კონტინენტზე ახალი ფართომასშტაბიანი ომის დაწყების თარიღი, რომელიც სრულად ცვლის ამ დრომდე არსებულ რეალობას მთელ მსოფლიოში.

ბოლო ცნობებით, უკრაინაში, ჩერნიგოვში, როგორც გენშტაბის უფროსი აცხადებს, 74-ე მოტომსროლელთა სადაზვერვო ბრიგადა მთლიანად ჩაბარდა უკრაინელ ჯარისკაცებს. ისინი დაკითხვაზე აცხადებდნენ, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა უკრაინელების ხოცვა და შესაბამისად, როგორც ამბობენ, ეს მათთვის მიუღებელია.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან ჟურნალისტების ევაკუაცია განხორციელდა, თავად ვოლოდიმირ ზელენსკი კი საკუთარ გუნდთან ერთად შენობაში რჩება და მუშაობას აგრძელებს.

უკრაინამ დღეს რუსეთის საჰაერო სარაკეტო იერიშმა გააღვიძა.  რასაც მოჰყვა გრადის ტიპის ზალპური ცეცხლი, სახმელეთო ოპერაცია და დესანტის გადასხმის მცდელობები -

უკვე 16 საათია რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან შეტევაზეა გადასული.

ვლადიმერ პუტინმა საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ განცხადება დღეს დილის 5 საათისთვის გააკეთა.

დღის ამბები