06 მაისი 2024,   10:57
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა - ბრალდებულმა ექიმით სარგებლობა ითხოვა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. მან მოსამართლეს შესვენების გამოცხადება სთხოვა.

"თუ შეიძლება, ექიმთან პაუზა გამოვაცხადოთ,"- განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

დღის ამბები