07 მაისი 2024,   05:34
ვრცლად
ახალი სანქციები თეთრი სახლისგან - ვინ არის 50 ადამიანი, რომელიც აშშ-ს სიაში მოხვდა

თეთრმა სახლმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ახალი სანქციებს შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკაში 50 რუს ოლიგარქს მოგზაურობა აეკრძალება.

როგორც CNN წერს, 50-კაციან სიაში მყოფი ადამიანები მოიაზრებიან პუტინის ახლო მეგობრებად, სანქციები მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. ოლიგარქებს აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ს ფინანსურ სისტემაზე, მათი აქტივები აშშ-ში გაიყინება, უძრავი ქონების სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.

სანქციები შეეხება პუტინის უახლოეს მოკავშირეს ალიშერ ბურჰანოვიჩ უსმანოვს, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს.

სიაში არიან :

ნიკოლაი ტოკარევი;

ბორის როტენბერგი;

არკადი როტენბერგი;

სერგეი ჩემზოვი;

იგორ შუვალოვი;

ევგენი პრიგოჟინი;

პუტინის პრესმდივანი პესკოვი;

ალიშერ უსმანოვი.

ოლიგარქების სიაში არის, ასევე, 19 ბიზნესმენი, მათი ოჯახების 47 წევრი და ახლო კომპანიონები.

დღის ამბები