უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის - ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ანდრეი სიბიგას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ ომის შეწყვეტას და მშვიდობიან მოლაპარაკებებს ვუჭერთ მხარს. უკრაინის პრეზიდენტი პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. მას მიმდინარე მოვლენების ნებისმიერ პუნქტზე შეუძლია საუბარი და არ ეშინია. რა თქმა უნდა, მყარად და ნებისმიერი ულტიმატუმების გარეშე," - ამბობს ანდრეი სიბიგა.