05 მაისი 2024,   00:38
ვრცლად
უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების მესამე რაუნდი იწყება - საუბარი, ძირითადად ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას შეეხება

უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების მესამე რაუნდი ამ წუთებში, უნდა დაიწყოს.  პრინციპული საკითხები უცვლელი და უკომპრომისოა. განხილვის მთავარი თემა უფრო მეტად, სავარაუდოდ, ჰუმანიტარული დერეფნები იქნება. აღსანიშნავია, რომ ომში ჩართული მხარეებისთვის მოლაპარაკების მასშტაბი პროგრესირებს - თურქეთის ჩართულობით ქვეყნების პირველი დიპლომატები ერთმანეთს 10 მარტს, ანტალიაში შეხვდებიან. მზაობა უკვე დაადასტურეს სერგეი ლავროვმა და დმიტრო კულებამ.

ანტალიამდე მოლაპარაკების ადგილი უკრაინა-ბელორუსის საზღვარია - შეხვედრის დაწყებამდე რუსულმა დელეგაციამ წინა რაუნდის შეთანხმების დარღვევაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა, საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასა და მათთვის ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობაზე.

"უკრაინული მხარე იგვიანებს, ეს უკვე დიპლომატიურ ტრადიციად იქცა უკრაინის მხრიდან. ჩვენ ველოდებით და მზად ვართ განვიხილოთ საკითხები - ესენია პოლიტიკური რეგულირების საკითხი, საერთაშორისო, ჰუმანიტარული და სამხედრო ასპექტები.

როგორც თქვენ იცით, წინა შეხვედრაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ ჰუმანიტარული კორიდორის შექმნასთან დაკავშირებით, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა გამოვიდეს. რუსული მხარე მეორე დღესვე მზად იყო ამ კორიდორის გასახსნელად. ჩვენმა მხარემ განახორციელა დაკვირვება თითოეულ კორიდორზე და ნაციონალისტები ხელს უშლიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსვლას. მარიუპოლში ნაციონალისტები სამოქალაქო პირებს ფარად იყენებდნენ, შემდეგ მათ უბრძანეს ძირს დაწოლილიყვნენ და გაუხსნეს ცეცხლი. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს ჰუმანიტარული დერეფნები ზოგიერთი უკრაინელი სახელისუფლებო ლიდერის და საომარი ფრაქციის თანახმად, რაც ომის და ღირსების კანონს არღვევს,"- აცხადებს რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი.

 
 
დღის ამბები