26 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
სისხლისმღვრელი ომის გამო ცნობილი სახეები კრემლს უკვე ღიად აკრიტიკებენ - საპასუხოდ რუსეთის ტელეარხებმა კონტრაქტები გაუუქმა ყველა იმ არტისტს, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს

შოუბიზნესის ვარსკვლავები, მწერლები, მომღერლები - რუსეთში პუტინს ხელოვანთა ნაწილიც განუდგა. მათ, ვინც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ხმა ამოიღეს, აგრესორ ქვეყანაში შეუწყვიტეს კონტრაქტები, გაუუქმეს კონცერტები. რუსული ესტრადის ვარსკვლავმა ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი უკვე დატოვა. ქვეყნიდან წასვლა მოუწია ზემფირას.

რეჟიმს აკრიტიკებს ბორის აკუნინი და ამბობს, რომ პუტინის მმართველობის შედეგად რუსეთის დაშლა შეუქცევადია.

თუმცა, რუსეთში რჩება კრემლის პროპაგანდის მსხვერპლი ათასობით ადამიანი, რომელთათვისაც რუსული აგრესია უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ოპერაციაა.

კრემლის კარის პოეტებს უკრაინამ უკვე უპასუხა. კიევმა დაპატიმრების სანქცია გასცა ნიკიტა მიხალკოვზე, თინა კანდელაკსა და ნიკოლაი ბასკოვზე.

დღის ამბები