16 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
რუსულმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ სადგურებზე იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ ბირთვული პროვოკაციებისთვის - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსი, მარია ზახაროვა ხვალ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრების დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება.

მოლაპარაკებებსა და მშვიდობაზე საუბრობს აგრესორი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ კრემლის მიზანი არ არის უკრაინაში მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდება.

ამასთან თავისებური განმარტება გაკეთდა ატომური ელექტრო სადგურების აღებაზე - ზახაროვას თქმით, ეს იმიტომ მოხდა რომ უკრაინელ ნაციონალისტებს თავისივე ტერიტორიაზე მდებარე სადგურები ბირთვული პროვოკაციებისთვის არ გამოყენებინათ.

"თურქეთის მხრიდან იყო შემოთავაზებული ინიციატივა, რომ შეხვედროდნენ უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრები, მოლაპარაკებებში ჩართული იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მოლაპარაკებები საჭიროა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს უაზრო სისხლისღვრა. ჩვენი მიზანია უკრაინას ჰქონდეს ნეიტრალური სტატუსი, რისი მიღწევაც მოსკოვს მოლაპარაკებების გზით ურჩევნია და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო მოლაპარაკებების რაუნდში უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. მოსკოვი არ გეგმავს უკრაინის ხელისუფლების დამხობას. სპეცოპერაციის დროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი ჩერნობილის, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე. ეს ნაბიჯი გადაიდგა მხოლოდ იმისთვის, რომ ხელი შეეშალა უკრაინული ნაციონალისტური და სხვა ტერორისტული ჯგუფებისათვის, ასევე უცხოელი დაქირავებულებისთვის, არ გამოეყენებინათ სიტუაცია ამ ქვეყანაში ბირთვული პროვოკაციების მოსაწყობად და ეს რისკები ნამდვილად არსებობს," - განაცხადა მარია ზახაროვამ

დღის ამბები