26 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
ომის მე-16 დღე უკრაინაში - რუსებმა ხარკოვში ბირთვული კვლევის ინსტიტუტი დაბომბეს

ომის მე-16 დღე უკრაინაში - ბოლო 24 საათში, რუსეთის ჯარები უკრაინის დედაქალაქს 5 კილომეტრით მიუახლოვდნენ. ინფორმაციას BBC ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი სამხედროები ახლა კიევის ცენტრიდან 15 კილომეტრის მოშორებით არიან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოძრავი კოლონა კი 40 კილომეტრის მოშორებითაა.

უკრაინის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ რუსმა ძალებმა ჩერნოგოვის დაკავება სცადეს, თუმცა მათი შეჩერება მოხერხდა. საოკუპაციო ძალები რამდენიმე ქალაქის მიმართულებით შეტევებს განაგრძობენ. ისინი დონეცკში მარიუპოლის ასაღებად ძალების კონცენტრაციას ახდენენ.

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსებმა ხარკოვში ბირთვული კვლევის ინსტიტუტი დაბომბეს. შენობაში განთავსებულია ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი. უცნობია დეტალები დაზიანებების შესახებ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, კი უკრაინამ ჩერნობილთან ყოველგვარი კომუნიკაცია დაკარგა. ამავე დროს, უკრაინამ გაეროს მისიებიდან 300 სამშვიდობოს გამოყვანა მოითხოვა.

 
დღის ამბები