06 მაისი 2024,   05:49
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ე.წ. საპარალამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესში მოსახლება მონაწილეობას 35 ე.წ. ოლქის, 152 ე.წ. საარჩევნო უბანზე შეძლებს, ამგვარად, "არჩევნებში" მონაწილეობას ჯამში დაახლობით, 130 000 ადამიანი შეძლებს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.

ოკუპირებული აფხაზეთი დე ფაქტო პარლამენტში 35 ე.წ. დეპუტატია, მათი არჩევა 5 წელიწადში ერთხელ ხდება.

ე.წ. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ რეგიონში, თბილისის დროით 09:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

დღის ამბები