უზბეკეთი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების და აგრესიის წინააღმდეგია - ინფორმაციას, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულაზიზ კამილოვის განცხადებაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
უზბეკეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს და არ ცნობს ლუგანსკისა და დონეცკს ე.წ. სუვერენულ რესპუბლიკებად.