შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.
შს მინისტრის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
"მოხსენების ოფიციალური ნაწილი კი უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებზე და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩვენთვის ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მტკივნეული. 2008 წლის ომით, ამ აგრესიით გამოწვეული შედეგებით, ჩვენს საკუთარ სამშობლოში გამოვცადეთ და გადავიტანეთ. ამ ტრიბუნიდან მე როგორც რიგითი ქართველი და შინაგან საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე და რთული ვითარებაა უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა განსაცდელშია. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ქალაქები, სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია.
საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას, ამასთანავე, საქართველოდან შეუფერხებლად იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.