02 მაისი 2024,   17:48
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე "პალიტრანიუსის" ოპერატორზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს, ირაკლი ყავლაშვილს  2 პატიმრობა მიუსაჯა. 

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობდა.

ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

დღის ამბები