28 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
ჩვენ რომ NATO-ს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინა NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. აქვე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის ინტერვენციის შემდგომ გაწეული დახმარებისთვის ალიანსისთვის მადლობელია.

"ჩვენ რომ NATO-ს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღება. თუ NATO-ს წევრები მზად არიან, გვიხილონ ალიანსში, მაშინ გააკეთონ ეს დაუყოვნებლივ, რადგან ადამიანები ყოველდღე კვდებიან.

თუმცა, თუ თქვენ არ ხართ მზად, დაიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, თუ გსურთ, რომ გვიხილოთ ორ მსოფლიოს შორის მდგარი, თუ გსურთ, რომ გვნახოთ ამ ბუნდოვან მდგომარეობაში, როდესაც არ გვესმის, შეგიძლიათ ჩვენი მიღება თუ არა – თქვენ ვერ ჩაგვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში, თქვენ ვერ გვაიძულებთ ამ გაურკვევლობაში ყოფნას.

მე ვთხოვე მათ პირადად, პირდაპირ ეთქვათ, რომ ჩვენ მიგიღებთ თქვენ NATO-ში ერთ, ორ ან ხუთ წელში, უბრალოდ ეთქვათ ეს პირდაპირ და მკაფიოდ, ან უბრალოდ ეთქვათ "არა". პასუხი იყო ძალიან მკაფიო, თქვენ არ გახდებით NATO-ს წევრი, თუმცა საჯაროდ კარი ღია დარჩება,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები