დღეს საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტი განიხილება. საუბარია სასჯელის შემცირებაზე - მათთვის, ვისაც პანდემიის გამო უფლებები შეეზღუდათ - მაგალითად აეკრძალათ პაემნები.
"ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული ცვლილებით, ასეთ მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა 28 დღით შეუმცირდებათ - შეთავაზებულ ვადას არასაკმარისად მიიჩნევს "გირჩი" და მის სულ მცირე, სამ თვემდე გაზრდას ითხოვს.
პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი, პირველი მოსმენით წინა სასესიო კვირაში განიხილა და 91 ხმით მიიღო.