თბილისში საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე დაკავებული 20 პირის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. დაკავებული აქტივისტები დიღომში მდებარე მთავარ სამმართველოში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ადვოკატის თქმით, დაკავებულები თავს ნორმალურად გრძნობენ და ვარაუდობს, რომ მათ დღეს გაათავისუფლებენ.
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებენ ბრალს.