19 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
გიორგი გახარიას თანაპარტიელს, გელა აბულაძეს, რომელიც თაღლითობისთვის დააკავეს, ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, წალენჯიხის საკრებულოს წევრს, გიორგი გახარიას თანაპარტიელს, გელა აბულაძეს ბრალი უნდა წარუდგინონ. პროცესს ესწრება მისი ადვოკატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

ბერდია სიჭინავა დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. აბულაძის ადვოკატი, ლაშა თოდუა კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. სუს-ის ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მოსთხოვა, საკუთრების ყალბი დოკუმენტის დამზადება, რის საფუძველზეც მერის წარმომადგენელმა შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები.

დღის ამბები