ზუგდიდში დააკავეს ორი პირი, რომელთაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქება სურდა. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი დანაშაულის ჩადენის ადგილის მიმდებარედ დააკავეს და ამოღებულია ხელყუმბარაც.
"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაული პირად კონფლიქტს უკავშირდება. გამოძიება სს კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.