01 სექტემბერი 2026,   22:28
ვრცლად
ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის გზით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის გზით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება ორ ბრალდებულს უნდა შეუფარდოს.

ერთ-ერთი ადვოკატი განმარტავს, რომ შუამდგომლობას დააყენებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს. მეორე ბრალდებული კი თავს დამნაშავედ მხოლოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა ტარებაში ცნობს.

დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად, პირადი შურისძიება სახელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

დღის ამბები