რუსი სამხედროების უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ ტელეარხ Habertürk-თან ისაუბრა. უკრაინის პრეზინდეტი ამბობს, რომ ოკუპანტები კიევის ოლქში დასახლებულ პუნქტებში მთლიანად ოჯახებს წვავდნენ. მისივე თქმით, რუსულენოვან რეგიონებში, რუსულ დაბომბვებს ასობით ბავშვი ემსხვერპლა.
ბუჩას მოვლემების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების სურვილი აღარ აქვს, თუმცა ამის მიუხედეავად ზელენსკი მაინც ამბობს, რომ აუცილებელია ყოველდღიურად გადაიდგას ნაბიჯები რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
"რუსი სამხედროები კიევის ოლქში დასახლებულ პუნქტებში ოჯახებს წვავდნენ. მათ დაწვეს ბევრი ადამიანი ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში. მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები. გუშინ ჩვენ ახალი ოჯახი ვიპოვეთ: მამა, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან. ეს ასეა. ისინი წვავენ ცხედრებს, რადგან ეშინიათ.
ჩემს ოჯახთან დაკაშირებული რისკები ჯერ კიდევ რჩება. არის მუდმივი სიგნალები და მე არ მსურს დეტალებზე საუბარი.
იმის შემდეგ, რაც ბუჩაში ვნახეთ, გულწრფელად რომ ვთქვა, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების დიდი სურვილი არ არის, რადგან გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე. ამავე დროს, სურს თუ არა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკება, აუცილებელია ყოველდღიურად გადაიდგას ნაბიჯები რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. რუსეთთან მოლაპარაკების მცირე შესაძლებლობებიც კი უნდა გამოვნახოთ. ამის გარეშე ძნელია ომის დასრულება," - აცხადებს ზელენსკი.