17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული - ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთში 8 რეაქტორის მშენებლობა იგეგმება

ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბრიტანეთში ერთ-ერთ მშენებარე ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტის დროს განაცხადა.

ბორის ჯონსონის თქმით, ბირთვული ენერგიის გამომუშავების მიზნით მომავალი 8 წლის განმავლობაში 8 რეაქტორის მშენებლობა იგეგმება. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ბრიტანეთი წარსულის შეცდომების გამოსწორებას ცდილობს და საკუთარი ენერგორესურსების გამომუშავებისთვის ახალ პროექტებს გეგმავს.

დღის ამბები