17 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
"შემაძრწუნებელია რუსეთის მიერ განხორციელებული იერიში რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციას ელოდებოდა" - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კრამატორსკის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმას ტვიტერზე ეხმაურება. 

"შემაძრწუნებელია რუსეთის მიერ განხორციელებული იერიში რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციას ელოდებოდა. საჭიროა მოქმედება: მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას," - აცხადებს შარლ მიშელი. 

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ტოჩკა -У-ს ტიპის რაკეტით დაარტყეს კრამატორსკის რკინიგზის სადგურს, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდა. დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა, სხვადასხვა დაზიანება მიიღო 100-მდე ადამიანმა.

 

 

დღის ამბები