20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დღეს სავარაუდოდ განაჩენი გამოცხადდება, ოჯახი დამნაშავეთა წრის გაზრდას ითხოვს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დღეს სავარაუდოდ განაჩენი გამოცხადდება. პროცესი რეპლიკების ეტაპზეა.

დასკვნითი სიტყვების შემდეგ მხარეებს პოზიციების დაფიქსირება შეუძლიათ, რის მერეც მოსამართლე ან სათათბიროდ გავა ან განაჩენს პირდაპირ გამოაცხადებს.

მოკლულის ოჯახის პოზიცია უცვლელია, რომ აუცილებელია დამნაშავეთა წრე გაიზარდოს და დაისაჯონ არა მხოლოდ მკვლელობის შემსრულებლები, არამედ მისი დამკვეთებიც. გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ნიკო კვარაცხელიას დედამ მიმართვა გაავრცელა.

კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ყველა ის პირი, რომელსაც დანაშაულში ბრალი მიუძღვის, უნდა დაისაჯოს. 

დღის ამბები