26 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
"ომში თქვენგან მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა... ეს არის ომის პარტიის "მიღწევები" - არჩილ თალაკვაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მათ "ომის პარტიას" კიდევ ერთხელ უწოდებს. 

"ომში თქვენგან მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები; ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა; გორში, ერთ შენობაში მიყვანილი ახალგაზრდა რეზერვისტები, რომლებიც იღბლის გამო გადაურჩნენ ერთად დაბომბვას; თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხების დატაცება; თბილისის ბიუჯეტის მასშტაბური ძარცვა; ღამღამობით, პროკურატურაში მიყვანილი ბიზნესმენები, რომლებმაც მთელი ქონება "აჩუქეს" სახელმწიფოს; დაპატიმრებული ჟურნალისტები, რეიდები ტელევიზიებში და ბოლოს "ანტენების" დაპატიმრებაც; პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ჩანაწერი და ადამიანების შანტაჟი; არაერთგზის თავხედურად გაყალბებული არჩევნები; ყოველ წელს წამების, არაადამიანური მოპყრობის და მკურნალობის შეზღუდვის გამო გარდაცვლილი 140-144 პატიმარი; გატაცებული და დახვრეტილი მოქალაქეები, რომლებიც როგორც გამოძიებით გაირკვა, ზღვაში ჩაძირეს; სტრასბურგის სასამართლოში შესული ათასობით საჩივარი და სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები; რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები; პოლიტიკური და საინფორმაციო თავდასხმები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და ელჩებზე - მათი დადანაშაულება არნახული უტიფრობით - ეს არის ომის პარტიის "მიღწევები" მოკლედ. ქვეყნის დაცვის და გადარჩენის პარტია ვართო?!" - წერს არჩილ თალაკვაძე. 

 

 

დღის ამბები