21 დეკემბერი 2024,   18:50
ვრცლად
მშობლების მკვლელობისთვის დაკავებულ 30 წლამდე მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ

მშობლების მკვლელობისთვის დაკავებულ 30 წლამდე მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულმა მამაკაცმა ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მშობლებს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო და სახლში ხანძარი გააჩინა.

ის ოჯახის ორი ან მეტი წევრის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ემუქრება.

დღის ამბები