სერგეი ლავროვის განცხადებებს ჰელსინკის კომისია გმობს. კომისიის თანა-თავმჯდომარის სტივ კოენის მიერ გავრცელებულ ტექსტში, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამართლებას ანტისემიტური გამოსვლებით ცდილობს.
"პრეზიდენტ ზელენსკის ჰიტლერთან შედარება შოკისმომგვრელი უნდა იყოს. სამწუხაროდ, უზნეობის ეს დონე შეესაბამება პუტინის მთავრობის დასაგმობ, ამაზრზენ და რეპტილიურ ქმედებას. ასეთი კომენტარები აღარ არის გასაკვირი, როცა ჩვენ ვხედავთ პუტინის სისხლიან მცდელობას, გაანადგუროს უკრაინელი ხალხი,"- წერია განცხადებაში.
ჰელსინიკის კომისიამ რამდენიმე დღის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდა მიიღოს უკრაინის პარლამენტის დეკლარაცია, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს.