08 მაისი 2024,   09:19
ვრცლად
შრი-ლანკაში დემონსტრანტებმა მთავრობის წარმომადგენლების სახლები დაწვეს

შრი-ლანკაში გაბრაზებულმა დემონსტრანტებმა დაწვეს რამდენიმე სახლი, რომლებიც ეკუთვნოდა მმართველ რაჯაპაქსას და დეპუტატებს, მას შემდეგ რაც მათ მთავრობის მხარდამჭერები მათ თავს დაესხნენ.

კუნძულის მასშტაბით კომენდანტის საათი ოთხშაბათამდე გაგრძელდა, რადგან ხელისუფლება ძალადობის ჩახშობას ცდილობს.

შრი-ლანკის პოლიციის ცნობით, დემონსტრანტები თავს დაესხნენ მთავრობის მხარდამჭერებს და მმართველი პარტიის დეპუტატებს. ერთ-ერთმა დეპუტატმა, ორ თავდამსხმელს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

შრი-ლანკა 1948 წელს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მძაფრი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, ხალხი კი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ცხოვრების ფასი კატასტროფულად გაიზარდა.

ავტორი : დაჩი წურწუმია

დღის ამბები