07 მაისი 2024,   02:53
ვრცლად
მზად არის ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის სამოცდამეთექვსმეტე, ტრადიციულ მიმართვაში შეაჯამა. როგორც უკრაინის პრეზიდემნტმა აღნიშნა, ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა მზად არის და მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მან მწუხარება გამოთქვა უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის გარდაცვალების გამო და მის ახლობლებს მიუსამძიმრა.

"ჩვენი სახელმწიფოს შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან კარგი ამბავი მოგვაწოდეს ოკუპანტებს თანდათან აშორებენ ხარკოვს. მადლობელი ვარ ჩვენი ყველა დამცველის, რომლებიც იკავებენ ხაზს და აჩვენებენ ნამდვილად ზეადამიანურ ძალას დამპყრობელთა არმიის განდევნისთვის - ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მეორე არმიის.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს ჩვენი მიწის და ჩვენი ხალხის გასათავისუფლებლად. ჩვენი ყველა ქალაქის - ხერსონის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, მარიუპოლის და სხვა ყველას გასათავისუფლებლად. დღეს, საერთაშორისო ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა შემოგვთავაზა ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა. ეს დეტალური დოკუმენტია, რომელიც აღწერს, რა უნდა გაკეთდეს, რომ რუსეთს მართლაც გაურთულდეს ომის დაფინანსება ისე, რომ გლობალურმა ეკონომიკამ, რუსეთის ენერგორესურსების შეზღუდვის გამო არ იზარალოს.

და ტრაგიკული ამბავი, რითაც მინდა ეს მიმართვა დავასრულო - უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ მაკაროვიჩ კრავჩუკი გარდაიცვალა. ის არ იყო მხოლოდ პოლიტიკოსი და მხოლოდ ისტორიული ფიგურა, ის იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა როგორ ეპოვა ბრძნული სიტყვები და ეთქვა ისე, რომ ყველა უკრაინელს გაეგო", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები