15 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
საქართველო ყველა ვალდებულების შესრულებაში იყო ლიდერი, სჯობდა უკრაინასაც და მოლდოვასაც, არჩევანი ახლა ევროკავშირზეა - ბექა დავითულიანი

საფრანგეთის ელჩის განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, სხვაზე უკეთ და ახლა არჩევანი ევროპაზეა, რეგიონში დასავლეთის გავლენა უნდა გაძლიერდეს.

"საქართველო ყოველთვის იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა. ყველაფერში, ყველა რეფორმის გატარებაში, ყველა ვალდებულების შესრულებაში იყო ლიდერი- სჯობდა უკრაინასაც და მოლდოვასაც, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სხვაზე უკეთ და არჩევანი აირს ევროკავშირის მხარეს და მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ამ კონტექსტში ახლა ნამდვილად პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროა. რეგიონში დასავლეთის გავლენა უნდა გაძლიერდეს, მათ შორის ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითაც,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

ინფორმაციისთვის: საფრანგეთის ელჩი აცხადებს, რომ ამ მომენტში ტრიოს ქვეყნები  ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის სტატუსს და არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

ამავე საკითხზე იხილეთ ოპოზიციის განცხადება. 

დღის ამბები