რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
სუხიშვილები, ანსამბლი რუსთავი, ერისიონი, ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი - თბილისელები და თბილისის სტუმრები, გრანდიოზული სანახაობის მოწმეები გახდნენ. გალა-კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.