28 აგვისტო 2026,   22:35
ვრცლად
იმერეთში ახალი დაცული ტერიტორია, კვერეთის აღკვეთილი იქმნება

იმერეთში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება. საუბარია კვერეთის აღკვეთილზე საჩხერის მუნიციპალიტეტში, სადაც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაცული ტერიტორია, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარზე განთავსდება.

ადგილი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებითეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით გამოირჩევა. აქ არის ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები. პროექტის დეტალებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ესაუბრა.

დღის ამბები